06:25 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 14:33:14, 1691 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისარი - გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან მორიგი შანტაჟისთვის ვემზადებით

ევროკავშირი რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის მორიგი შანტაჟისთვის ემზადება,- ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა.

მისი თქმით, გაზპრომის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთში, კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტია მიმდინარე კრიზისში, რადგან ის არღვევს ხელშეკრულებების პირობებს. ამასთან, ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს გაზის რეზერვების გაზრდა.

„ეს არის არსებული კონტრაქტების გაუმართლებელი დარღვევა და გაფრთხილება, რომ ნებისმიერი წევრი ქვეყანა შეიძლება იყოს შემდეგი,”-აღნიშნა ევროკომისარმა.

გარდა ამისა, სიმსონმა აღნიშნა, რომ საგანგებო შეხვედრაზე ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა განაცხადეს, რომ ევროპი ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ მანანდე  გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ხელისუფლება წლის ბოლომდე რუსულ ნავთობზე ემბარგოს შემოღებას აპირებს, მანამდე კი ეტაპობრივად შეიზღუდება იმპორტი. ევროკავშირის ელჩები უახლოეს დღეებში მოსკოვში ახალი შეზღუდვების განხილვას გეგმავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics