15:52 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 14:18:07, 1017 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ყახაზეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ყახაზეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდა

 ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მემორანდუმს ხელი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ და ყახაზეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა, გაბიტ მუხამბეტოვმა მოაწერეს.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ყაზახური მხარისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარებას  მევენახეობა-მეღვინეობის დარგში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების მიმართულებით.
ყახაზეთის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია ღვინის ეროვნული სააგენტოს გამოცდილება ღვინის სერტიფიცირების, მათ შორის, ევროკავშირის სერტიფიკატების  გაცემის კუთხით. მემორანდუმი ფარგლებში დაგეგმილია ექსპერტების ვიზიტები, კონსულტაციები, სამუშაო და სასწავლო შეხვედრები, სადაც კონკრეტული აქტუალური საკითხები განიხილება.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი ქართული ღვინის საექსპორტო ხუთეულშია. 2021 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 4 მილონზე მეტი ბოთლი; ზრდამ, 2022 წელთან შედარებით, 47% შეადგინა.

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics