05:44 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 14:16:49, 1197 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ევროკავშირმა შესაძლოა დაუშვას, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსეთის ნავთობს ემბარგო არ დაუწესოს

ევროკავშირმა შესაძლოა დაუშვას, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე რაუნდის ფარგლებში ნავთობის ემბარგო არ დააწესონ, ვინაიდან ორივე ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ მარაგებზე, - ამის შესახებ ინფრომაციას Reuters აცრელებს.

ევროკავშირის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ერთიანობის შესანარჩუნებლად, სლოვაკეთსა და უნგრეთს შესაძლოა მიეცეთ უფლება, არ შეუერთდნენ ემბარგოს.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, სლოვაკეთი და უნგრეთი განსაკუთრებით დამოკიდებულნი არიან მოსკოვზე, რომლებიც ნავთობისა 96% და ნავთობპროდუქტების 58% იღებენ.

გარდა ამისა Reuters აღნიშნავს, რომ ევროპას რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების თითქმის ნახევარი შემოაქვს. უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან კი ევროკავშირის ქვეყნებმა ენერგორესურსები თითქმის 20 მილიარდ ევროდ იყიდეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრმა გერგელ გულიაშმა უკვე განაცხადა, რომ ბუდაპეშტი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს დაბლოკავს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ასრულებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტზე, რომელშიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ემბარგო რუსულ ნავთობზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics