20:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 12:17:15, 1509 ნახვა

ომი უკრაინაში
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა ლუგანსკი 18-ჯერ დაბომბეს - არის მსხვერპლი

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტება ლუგანსკის რეგიონი 18-ჯერ დაბომბეს, შედდეგად დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, სამი დაშავდა და დაფიქსირდა 28 სახლის ნგრევა,- ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი Telegram-ით ავრცელებს.

გაიდაიმ ასევე აღნიშნა, რომ ძლიერმა და ხანგრძლივმა დაბომბვამ ხელი შეუშალა ევაკუაციასაც.

„ეს იყო სუპერ მძიმე დღე. ძლიერმა და ხანგრძლივმა დაბომბვამ ხელი შეუშალა ევაკუაციას. სამი დაღუპული. მსხვერპლთა შორის - მცირეწლოვანი ბავშვია, დაიწვა გიმნაზია ლისიჩანსკში. 2010 წელს დაბადებული ბიჭი დაშავდა ქალაქ ზოლოტეს დაბომბვისას. რუსების მიერ 1 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე დაღუპულთა შორის ასევე იყო ადგილობრივი ზოლოტეს მკვიდრი.“ - განაცხადა გაიდაიმ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

გარდა ამისა 1 მაისს ასევე ცნობილი გახდა, რომ მტერმა ერთ დღეში აღმოსავლეთ უკრაინის 14 დასახლება დაბომბა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics