|
2022-04-29 17:21:33, 1413 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო: მადლობა ღმერთს, რომ დიქტატურა გვაქვს, ამაშია წესრიგი, თორემ ჩვენც შიშვლები ვიქნებოდით
ბელარუსიის პრეზიდენტმა და პუტინის უახლოესმა მოკავშირემ ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ ქვეყანაში დიქტატურის გარეშე ბელარუსები „შიშვლები იქნებოდნენ“. ლუკაშენკომ ბელარუსის დიქტატურა დემოკრატიულ პოლონეთს, ლიტვასა და ლატვიას შეადარა და დასძინა, რომ ამ ქვეყნებს თითქოს მარილი არ აქვთ. "ესაა მთელი დემოკრატია! მადლობა ღმერთს, რომ დიქტატურა გვაქვს. თქვენ ყველამ გამაკრიტიკეთ: დიქტატურა, დიქტატურა. მაგრამ ამ დიქტატურაში წესრიგია. დიქტატურა რომ არ იყოს, ჩვენ შიშვლები ვიქნებოდით", - განაცხადა მან. 27 თებერვალს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბელარუსმა შესაძლოა ომი გამოუცხადოს უკრაინას, ვინაიდან მათ ტერიტორიას იყენებს რუსეთი უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმების განსახორციელებლად, დაზვერვის ჩასატარებლად და ჯარების განლაგებისთვის. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ რაკეტები და თვითმფრინავები ბელორუსიდან დაფრინავდნენ, არის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ . ცოტა ხნის წინ უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯერჯერობით ბელარუსიდან მტრის შემოჭრის საფრთხე არ არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)