|
2022-04-28 13:11:24, 1795 ნახვა
მსოფლიო
ნატო-ს გენმდივანი: საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია და ვეძებთ გზებს, რათა უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ
უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-ს აჩვენებს მოლდოვასა და საქართველოს მხარდაჭერის საჭიროება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. სამხედრო ალიანსის გენმდივანის აზრით უკრაინა-რუსეთის ომმა აჩვენა, რომ ნატო-ს და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს მხარდაჭერა სჭირდებათ. „უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-ს აჩვენებს იმ საჭიროებას, რომ უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა ევროპაში, რომლებიც არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრები არ არიან, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ მხარდაჭერას, ისე პოლიტიკურს. საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს ახლო პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)