|
2022-04-27 14:44:28, 2201 ნახვა
მსოფლიო
კარლ ნეჰამერი - ავსტრია ემორჩილება ევროკავშირის სანქციებს და არ აპირებს გაზის საფასურის რუბლში გადახდას
ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავსტრიამ და ავსტრიულმა ნავთობისა და გაზის კომპანია OMV-მა რუსული გაზის გადახდის პირობები რუბლებში მიიღეს. როგორც კანცლერი საკუთარ Twitter-ზე წერს, ავსტრია ემორჩილება ევროკავშირის ერთობლივად შეთანხმებულ სანქციებს და რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურის გადახდას ევროში გააგრძელებს. „იქამდე, სანამ აქ რუსული პროპაგანდის ყალბი ამბები კიდევ უფრო გავრცელდება. რა თქმა უნდა, OMV გააგრძელებს რუსეთიდან გაზის მიწოდების გადახდას ევროში. ავსტრია ემორჩილება ევროკავშირის ერთობლივად შეთანხმებულ სანქციებს წერტილით და მძიმით,“-აღნიშნა კარლ ნეჰამერმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფრომაციით, ავსტრიულმა ნავთობისა და გაზის კომპანია OMV-მ მიიღეს რუსული გაზის გადახდის პირობები რუბლებში. ხოლო რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ ბულგარულ „ბულგარგაზსა“ და პოლონურ PGNiG-ს გაზის მიწოდება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც მათ უარი განაცხადეს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)