|
2022-04-27 11:11:40, 1080 ნახვა
მსოფლიო
რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა
რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ ბულგარულ „ბულგარგაზსა“ და პოლონურ PGNiG-ს გაზის მიწოდება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც მათ უარი განაცხადეს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე,- ამის შესახებ ინფორმაციას „გაზპრომის“ პრესსამსახური ავრცელებს. კომპანიის ცნობით, კონტრაგენტებმა იცოდნენ, რომ 1 აპრილის შემდეგ რუსეთიდან მიწოდებულ გაზზე გადახდა რუბლით უნდა განეხორციელებინათ. თუმცა, 26 აპრილის საღამოს „გაზპრომ ექსპორტს“ თანხა არ მიუღია, რის გამოც კომპანიებს დღეიდან გაზი აღარ მიეწოდებათ. „ბულგარეთი და პოლონეთი სატრანზიტო ქვეყნებია. რუსული გაზის სატრანზიტო მოცულობით მესამე ქვეყნებში გაზის არასანქცირებული გატანის შემთხვევაში, ტრანზიტის მიწოდება ამ მოცულობაზე შემცირდება, “ - განაცხადა გაზპრომმა. გარდა ამისა, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში პიოტრ ნაიმსკიმ განაცხადა, რომ ვარშავა არ აპირებს გაზის გადახდას რუბლით და მზადაა შესაძლო რისკებისთვის. შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, რომ გაზის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუბლით იმ ქვეყნებთან, რომლებიც მთავრობამ აღიარა, როგორც "არამეგობრული".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)