06:21 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 17:53:27, 1632 ნახვა

სამართალი
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი გაიზარდა და 70 წელი გახდა

77 ხმა ნულის წინააღმდეგ – „ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარუდგინა.

კანონის აქამდე მოქმედი რედაქციით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკად 65 წელი იყო განსაზღვრული, თუმცა, ნოტარიუსის განცხადებისა და ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრს ჰქონდა უფლებამოსილება, არაუმეტეს 5 წლის ვადით გაეგრძელებინა ნოტარიუსისთვის საქმიანობის უფლება.

განხორციელებული ცვლილებით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65-დან 70 წლამდე ფიქსირებულად გაიზარდა. ამ ასაკის მიღწევამდე უფლებამოსილების განხორციელებას ნოტარიუსები მინისტრისადმი მიმართვისა და შესაბამისი ბრძანების გარეშე შეძლებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics