|
2022-04-26 12:54:45, 868 ნახვა
მსოფლიო
რუსული მედია- მოსკოვში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების საელჩოები გაიხსნება
მოსკოვში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების საელჩოები მალე გაიხსნება, -ამის შესახებ რუსული მედია „რია ნოვოსტი“ აცხადებს, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა დიპლომატიურმა წყარომ მიაწოდა. „ჩვენ ვეცდებით ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, რაც უფრო მალე, მით უკეთესი. ჩვენ კონკრეტული სამუშაოებით ვართ დაკავებულნი," - განაცხადა დიპლომატიურმა წყარომ. ამასთან ერთად, დიპლომატიურმა წყარომ დასძინა, რომ საელჩოები შეიძლება გაიხსნას ერთი ან ორი თვის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა, სახელმწიფო დეპუტატებისა და დონბასის რესპუბლიკის მეთაურთან თათბირის შემდეგ, ხელი მოაწერა განკარგულებას ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. მეორე დღეს კი ახალ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)