|
2022-04-26 12:49:50, 1386 ნახვა
მსოფლიო
ოკუპირებულ დნსეტრისპირეთში ვითარება იძაბება - სანდუმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დნესტრისპირეთში დაძაბული ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. დონეცკის არაღიარებული ე.წ რესპუბლიკის ხელმძღვანელმა პუშირინმა განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის საზღვრების დაკავების შემდეგ ჯერი დნესტრისპირეთზეც მიდგება. სეპარატისტმა განაცხადა, რომ ოკუპირებული დნესტრისპირეთი დაიბომბება. თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება დილის 06:40 და 07:05 საათზე მოხდა. განადგურებულია ერთი და 0,5 მეგავატის მქონე სიმძლავრის ანტენები. კომპლექსი მდებარეობს სოფელ მაიაკში, გრიგორიოპოლის რაიონში, რომელიც აშენდა სპეციალურად ამ ობიექტის მომსახურებისთვის და უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 10 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს. როგორც მედია წერს, ეს სტრატეგიული ობიექტი აშენდა საბჭოთა კავშირის დროს და მოკლეტალღური რადიო სიხშირის გადაცემისთვის გამოიყენებოდა. მედიის ცნობით, აღნიშნული გადამცემები რუსული რადიოს გადასაცემად გამოიყენებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)