02:27 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 14:57:04, 1579 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვრევა- გამორიცხული არაა, რომ რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენოს

რუსეთი არ აპირებს გეგმეგმის მიტოვებას ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, აზოვსტალის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინისთავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

დაზვერვის თანახმად, რუსეთის ხელმძღვანელობა გეგმავს დაბომბვასა და სარაკეტო დარტყმას მომწამვლელი სამხედრო ნივთიერებების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით.

გარდა ამისა, დაზვერვის ოფიცრები მიიჩნევენ, რომ რუსეთი უკვე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის სავარაუდო არსებობის შესახებ, როგორც კრემლის გეგმის დამატებით დასტურს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.

“ოკუპანტები უკვე ეძებენ და ამოწმებენ სამხედრო მომწამვლელი ნივთიერების საბრძოლო მასალის (ცილინდრების) შესაძლო შესანახ ადგილებს.”- აღნიშნულია დაზვრევის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რო მანამდე უკრაინულმა დაზვერვამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება გეგმავდა ეროვნული გვარდიისა და FSB-ის ნაწილების გაგზავნას აზოვსტალში,უკრაინელი დამცველების პოზიციებზე შტურმისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics