|
2022-04-25 01:44:51, 2961 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა
BBC-ის თანახმად, ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო. გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხმათა 58.2 პროცენტით იმარჯვებს, მის კონკურენტ მარინ ლე პენს კი ხმათა 41.8 პროცენტი აქვს. წინასწარი მონაცემების თანახმად, საფრანგეთს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ემანუელ მაკრონი უხელმძღვანელებს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბოლო კვირაში ჩატარებულ გამოკითხვებთან შედარებით, ემანუელ მაკრონს უფრო დიდი უპირატესობა აქვს, თუმცა სხვაობა 2017 წლის არჩევნებთან შედარებით, უფრო მცირეა, როდესაც ემანუელ მაკრონმა ხმების 66.1 პროცენტი მიიღო, მარინ ლე პენმა კი 33.9 პროცენტი. ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად პირველად 2017 წელს აირჩიეს. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობის და გადასახადების შემცირებაა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხარჯების ზრდა. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. პირველ ტურში ხმათა 50 პროცენტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. შედეგად, არჩევნების მეორე ტური საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს, მოქმედ პრეზიდენტს, ცენტრისტ ემანუელ მაკრონსა და მის კონკურენტს, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს შორის დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)