|
2022-04-24 12:37:45, 1462 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
საფრანგეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მისი შედეგების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც ქვეყანას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რომელიც 10 აპრილს გაიმართა, ფრანგებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს და ეროვნული აქციის ლიდერს მარინ ლე პენს შორის. სტატისტიკისა და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებულია 48,7 მილიონზე მეტი ფრანგი. ცნობისთვის, არჩევნების წინასწარი შედეგები საფრანგეთში და დასავლეთ ნახევარსფეროში საფრანგეთის ტერიტორიებზე ერთდროულად გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. ბიულეტენების 100%-იანი დამუშავების შემდეგ ფინალურ ტურში გასვლის უფლება მაკრონმა (ხმების 27,84%) და ლე პენმა (ხმების 23,15%) მიიღეს. მიმდინარე არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებულია ჟან-ლუკ მელენშონის, მემარცხენე პარტიის La France insoumise (საფრანგეთი დაუმორჩილებელი) ლიდერის ამომრჩევლებზე, რომელიც პირველ ტურში მესამე ადგილზე გავიდა და ხმების მეხუთედი მიიღო. სოციოლოგები არ გამორიცხავენ მსგავს არჩევნებზე საკმაოდ დაბალ აქტივობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)