|
2022-04-19 16:24:55, 1097 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი იერუსალიმში მდებარე წმ. ალექსანდრე ნევსკის ეკლესიაზე კონტროლის გადაცემას ითხოვს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ისრაელისგან იერუსალიმში მდებარე ეკლესიაზე კონტროლის გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ მან ისრაელის პრემიერმინისტრს, ნაფთალი ბენეტს წერილით მიმართა. ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი ითხოვს იერუსალიმში მდებარე ალექსანდრეს მამულზე, კერძოდ კი ამ ტერიტორიაზე მდებარარე წმ. ალექსანდრე ნევსკის ეკლესიაზე კონტროლის რუსეთისთვის გადაცემას. როგორც ისრაელის მედია წერს, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ტაძრის მფლობელობის რუსეთისთვის გადაცემამ, შესაძლოა, რომ ისრაელისთვის დასავლეთთან დიპლომატიური ხასიათის სირთულეები გამოიწვიოს. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს იმედი აქვს, რომ ალექსანდრეს მამულის მფლობელობის საკითხი მალე გადაიჭრება. „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ალექსანდრეს მამულის საკითხი დიდი ხანი იყო რუსეთ-ისრაელის ურთიერთობების დღის წესრიგის მთავარ წესრიგში. ჩვენ ველით, რომ ისრაელის ხელმძღვანელობა ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს, რათა დასრულდეს ამ სიტუაციის აუცილებელი ფორმალიზაცია“, - აღნიშნა პესკოვმა. იერუსალიმის ეს ტაძარი უკვე დიდი ხანია წარმოადგენდა დავის საგანს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. საბოლოოდ, იერუსალიმის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მორდეხაი ქადურიმ ალექსანდრეს მამულის რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადასვლის პროცესი შეაჩერა და საკითხს დიპლომატიური ხასიათი მიანიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)