|
2022-04-19 15:00:31, 1596 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg - უკრაინის რეკონსტრუქციის ხარჯების უმეტეს ნაწილს ევროკავშირი დაფარავს
ევროკავშირი აპირებს დაფაროს უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის ხარჯების უმეტესი ნაწილი, რისთვისაც სოლიდარობის სატრასტო ფონდი შეიქმნება. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. კერძოდ, სააგენტოს ცნობით, ევროკომისიამ უკვე აცნობა დიპლომატებს ინსტრუმენტზე მუშაობის შესახებ, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს უკრაინის გრძელვადიან საჭიროებებზე. ეს ფონდი იქნება ევროპული COVID ფონდის მოდელის მიხედვით და უკრაინის მთავრობასთან შეთანხმებით დააფინანსებს ინვესტიციებსა და რეფორმებს. ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება გრანტები და სესხები. წყაროებმა დაადასტურა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჯერ არ დაასახელა თანხა, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ეს მაჩვენებელი ასობით მილიარდ ევროს მიაღწევს. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)