|
2022-04-19 10:15:42, 903 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ახალი შეტევის გამო, ჯო ბაიდენი დასავლელ ლიდერებს შეხვედრაზე იწვევს
ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის მიერ დაწყებული ახალი შეტევის გამო, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, იტალიის, პოლონეთის, რუმინეთის ხელმძღვანელებთან შეხვედრას იწვევს. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. შეხვედრა დაეთმობა რუსეთის ახალი შეტევის განხილვას უკრაინის წინააღმდეგ ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში. ცნობისთვის, 18 აპრილს ცნობილი გახდა ომის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ. დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, დამპყრობლები ცდილობდნენ გაერღვიათ უკრაინის თავდაცვა. რუსეთის ფედერაციის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარებაზე და ადრე ოკუპირებული ტერიტორიის შენარჩუნებაზე. პარალელურად გრძელდება მარიუპოლის ბლოკადა და დაბომბვა, ასევე რუსული სარაკეტო თავდასხმები სხვა ქალაქებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)