|
2022-04-14 17:52:45, 1121 ნახვა
ეკონომიკა
ტყის ახალი კოდექსი საერთაშორისო პრინციპებზე დაყრდნობით ტყის მართვის საუკეთესო პრაქტიკას დაამკვიდრებს
„ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანამ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დღეისათვის უკვე არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო - ტყის ახალი კოდექსი“, - ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“, - ფორმატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მინისტრის განცხადებით, კოდექსმა განსაზღვრა ტყეების მდგრადი მართვის მნიშვნელოვანი მექანიზმები. ქვეყნის მასშტაბით უნდა მოეწყოს საქმიანი ეზოები და ეტაპობრივად დაინერგოს ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემა. კოდექსმა შექმნა ტყეების სარეკრეაციო მიზნებისთვის გამოყენებისა და ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა. სატყეო სააგენტო აქტიურად ახორციელებს საქმიანი ეზოების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით და ჯამში წლის ბოლომდე დაგეგმილია 40-მდე საქმიანი ეზოს მოწყობა. როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, საქმიანი ეზოების ჩამოყალიბებასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა ხე-ტყის მდგრადად დამზადების მექანიზმების დანერგვის, სპეციალისტების გადამზადების და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიმართულებით. ეს ერთის მხრივ ხელს შეუწყობს საშეშე და სამასალე მერქანზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, წვლილს შეიტანს ქვეყანაში ხე-ტყის გადამუშავების განვითარებაში, ბიომასისა და ალტერნატიული საწვავის ხელმისაწვდომობის ზრდასა და სოფლად სამუშაო ადგილების შექმნაში; მხოლოდ ხე-ტყის დამზადების სამუშაოებზე, დაახლოებით, 4 600 სამუშაო ადგილის შექმნა არის გათვალისწინებული. როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, საბოლოო ჯამში, გასატარებელი კომპლექსური ღონისძიებებით შემცირდება უკანონო სარგებლობის შემთხვევები და გაიზრდება სატყეო სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანობა. ამასთან, აქტიურად გაგრძელდება ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მზადდება წინადადებები და ინიციატივები ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად ხე-ტყის ტრანსპორტირების დოკუმენტების გაყალბებისა და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ლეგალიზაციის აღკვეთის ქმედითი მექანიზმების შესამუშავებლად.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)