|
2022-04-14 17:57:35, 1259 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - პუტინს არასოდეს უთქვამს უარი ზელენსკისთან შეხვედრაზე
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამს, - ამის შესახებ dp.ru იუწყება. „ვლადიმერ პუტინს არასოდეს უთქვამს უარი მსგავს შეხვედრაზე, მაგრამ საჭიროა ნიადაგის მომზადება და დოკუმენტის ტექსტი, რომელიც ჯერ ხელმისაწვდომი არ არის“, - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა დონბასში შეტაკების შემდეგ წარიმართოს. მანამდე უკრაინის მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ დოკუმენტების პროექტი საკმარისად იყო შემუშავებული პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი კონსულტაციებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)