03:52 - 23 May, 2026
|
2022-04-14 14:36:46, 1029 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის პოზიციას იზიარებს და უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდს უწოდებს
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომს გენოციდს უწოდებს. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტრამპი ინტერვიუს დროს აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აკრიტიკებდა, რომლის პოლიტიკამაც, მისი თქმით, რეკორდულად მაღალი ინფლაცია გამოიწვია და თქვა, „ახლა ამას დაუმატეთ ის, რაც ხდება უკრაინაში, ეს გენოციდია". მანამდე აშშ-ის პრეიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. „უფრო და უფრო ხდება ნათელი, რომ ვლადიმერ პუტინი უბრალოდ ცდილობს მოსპოს უკრაინელობის იდეა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა, რომელიც ამაყობდა ვლადიმერ პუტინთან ახლო პირადი ურთიერთობით, მანამდე რუსეთის შეჭრას უკრაინაში ჰოლოკოსტი უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)