|
2022-04-14 10:09:37, 980 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს გამოუყოფს. - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული თანხა მოხმარდება პერსონალური დამცავი აღჭურვილობების, სამხედრო აღჭურვილობების, საწვავსა და პირველადი დახმარების კომპლექტების შეძენას. „შემდეგი კვირები გადამწყვეტი იქნება. რუსეთი ემზადება უკრაინის აღმოსავლეთში თავდასხმისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა დავიცვათ მისი ტერიტორია და მოსახლეობა“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა. დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფით უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ევროკავშირის მიერ გაღებული ფინანსური დახმარების საერთო ოდენობა 1.5 მილიარდ ევროს მიაღწევს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)