03:52 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 17:16:32, 1098 ნახვა

მსოფლიო
ფინეთის პრემიერ-მინისტრი - ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მივიღებთ

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის განცხადებით, ფინეთი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს.

ფინეთის პრემიერი შვედ კოლეგასთან შესახვედრად და ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხის განსახილველად სტოკჰოლმში იმყოფებოდა.

„ვფიქრობ, ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება. ეს მოხდება კვირებში და არა თვეებში. ყველა საპარლამენტო ჯგუფს და ასევე პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში. ჩვენ გავაღრმავეთ პარტნიორობა ნატო-სთან ერთად მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია.“, - განაცხადა სანა მარინმა.

შეგახსენებთ, ბრიტანული გამოცემა The Times-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ  შვედეთი და ფინეთი  ნატოს წევრობისთვის განაცხადის შეტანას ამ ზაფხულში აპირებდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics