|
2022-04-13 12:01:39, 941 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი ბაიდენს - გენოციდის მსგავს ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი უარს ამბობს უკრაინაში რუსული ქმედებების „გენოციდად“ შეფასებაზე. - ამის შესახებ მაკრონმა საზოგადოებრივ მაუწყებელ France 2-თან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა ის, ისევე როგორც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტერმინს „გენოციდს“ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობისთვის, მაკრონმა უპასუხა: „დღეს ასეთ ტერმინებს ფრთხილად ვიქნები, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან.” "მინდა, გავაგრძელო მცდელობა ომის შესაჩერებლად და მშვიდობის აღსადგენად. არ ვარ დარწმუნებული, რომ რიტორიკის ესკალაცია ამას ემსახურება". - განაცხადა მაკრონმა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველად გამოიყენა სიტყვა „გენოციდი“ უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებებთან დაკავშირებით. ერთი კვირის წინ ის მხოლოდ ტერმინით „ომის დანაშაულებები“ შემოიფარგლებოდა. სიტყვა „გენოციდის“ შესახებ ჯო ბაიდენმა განმარტება გააკეთა და აღნიშნარ რომ, ოკუპირებულ და ალყაში მოქცეულ უკრაინის ქალაქებში ომის დანაშაულებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის მტკიცებულებებმა მიიყვანა იგი ამ დასკვნამდე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)