14:22 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 14:57:31, 1956 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის პარლამენტს - ოკუპანტები ჩვილებსაც კი აუპატიურებენ, საშინელებაა, მაგრამ კი, ეს ასეა

უკრაინაში, რუსი ოკუპანტების მიერ ადამიანთა გაუპატიურების უკვე ასობით შემთხვევა დაფიქსირდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"უკრაინის ზოგიერთ რეგიონში კვლავ გრძელდება გამოძიება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების აღრიცხვაზე. თითქმის ყოველდღიურად ხდება დაღუპულთა აღმოჩენა. ათასობით მსხვერპლი, ასობით სასტიკი წამების შემთხვევა. გვამების აღმოჩენა ხდება კანალიზაციის ჭებსა და სარდაფებში. ასევე არის სოფლები, სადაც ჯერ კიდევ არ ვიცით მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა. დაფიქსირებულია გაუპატიურების ასობით შემთხვევა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები და მცირეწლოვანი ბავშვები. უბრალოდ საშინელებაა ახლა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ასეა და ასეც მოხდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთანავე, ზელენსკის თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი სამხედრო, რომელმაც უკრაინელი ბავშვის მიმართ დანაშაული ჩაიდინა - იძალადა ბიჭზე და ძალადობის ამსახველი ვიდეო თანამებრძოლებს გაუგზავნა. ის ფსკოვის სამხედროა. 

„მაინტერესებს, როგორ აფასებენ ახლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ "სპეცოპერაციის" შედეგებს. ასეთი დანაშაულების შემდეგ, რუსი ჯარისკაცის ბიჩკოვის ამ ქმედების შემდეგ იქნებ თავდაცვის მინისტრმა მოიწვიოს ზუსტად ასეთი მედესანტეები თავიანთი შვილების დასაცავად. მას არ სურს ეს, ბატონო მინისტრო, დარწმუნებული ვარ, რომ შეგეშინდება", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics