|
2022-04-12 11:35:49, 1334 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიის კანცლერი პუტინთან შეხვედრაზე - ის იყო უხეში და პირდაპირი, აპირებს ომის სისასტიკის გაგრძელებას
ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი პირველი დასავლელი ლიდერი, რომელმაც უკრაინაში შეჭრის შემდედ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პირადად ნახა,- ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ავსტრიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინთან ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ის დაბრუნდა არა მხოლოდ პესიმისტური განწყობით მშვიდობიანი პერსპექტივების მიმართ, არამედ შიშით, რომ ვლადიმერ პუტინი აპირებს მკვეთრად გააქტიურებასა და ომის სისასტიკის გაგრძელებას. კარლ ნეჰამერმა აღნიშნა, რომ აშკარაა რუსული ძალების მობილიზება, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში ფართომასშტაბიანი თავდასხმებისთვის ემზადებიან. ამასთანავე, ვლადიმერ პუტინთან 75 წუთიანი შეხვედრის შემდეგ, ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი იყო პირდაპირი და უხეში. კარლ ნეჰამერის თქმით, მან უთხრა ვლადიმერ პუტინს, რომ სანამ უკრაინაში ხალხი იღუპება, „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება და კიდევ უფრო გამკაცრდება".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)