|
2022-04-11 15:06:16, 1160 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესებას განიხილავს
ევროკავშირმა უკვე დაიწყო მუშაობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე, მათ შორის რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვაზე. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. ”ახლა ბევრი რამ ხდება. ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ ვიწყებთ სანქციების მეექვსე პაკეტზე მუშაობას. მუშაობა უკვე დაწყებულია კონსენსუსის მისაღწევად. იმედია ეს ამჯერად იმუშავებს. ხოლო იმისთვის, რომ ვუპასუხო კითხვას, რა უნდა გაკეთდეს, უმჯობესია ჩავიდე კიევში, ვესტუმრო ირპინს, ბუჩას და ჩემი თვალით ვნახო ყველაფერი, თუ რატომ უნდა დავაწესოთ სანქციები", - განაცხადა გაბიელიუს ლანდსბერგისმა. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს ბრიუსელში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვა და უკრაინელი ხალხის შემდგომი დახმარებაა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა უკვე დააწესა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხუთი პაკეტი, რომლებთა მთავარი მიზანიც კრემლის „ომის მანქანის“ აგრესიის შეჩერებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)