16:04 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 11:55:29, 1454 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი - რუსეთთან ომი, შესაძლოა 2035 წლამდე გაგრძელდეს

რუსეთთან ომი შესაძლოა 2035 წლამდე გაგრძელდეს, ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარული სამხედრო შეტაკებები „გარანტირებულია“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„ჩვენ გარანტირებული გვაქვს რამდენიმე სამხედრო შეტაკება 2035 წლამდე. ეს ნიშნავს შეტაკებას ყოველ ორ და შესაძლოა ხუთ წელიწადში ერთხელ და ასევე დიდ შეტაკებებს ყოველ შვიდ-რვა წელიწადში ერთხელ", - განაცხადა არესტოვიჩმა. 

მოქალაქეებს, რომლებიც მზად არ არიან ასეთი სცენარის განვითარებისთვის, არესტოვიჩი უკრაინის დროებით დატოვებას ურჩეევს და ახალი თავშესაფრის ადგილად ისრაელს ამჯობინებს. 

ამასთანავე მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ უკრაინა, კერძოდ კი დონბასის ტერიტორია სრულად ოკუპირებული გახდება რუსული ჯარების მიერ, ისინი მაინც ბოლომდე გააგრძელებენ ბრძოლას, რაც თავისთავად როგორც ეკონომიკური, ისე ადამიანური რესურსის დაკარგვას გამოიწვევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics