|
2022-04-11 10:30:22, 999 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის იუსტიცია - რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამო, ჰააგის სასამართლოს უკვე 42-მა ქვეყანამ მიმართა
უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის გამო, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს 42-მა ქვეყანამ მიმართა. "42 ქვეყანამ უკვე მიმართა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს. ომის დანაშაულების გამოძიება საერთაშორისო დონეზე დაიწყო. ამ ქვეყნების მიმართვამ შესაძლებელი გახადა უკრაინის პროცედურების გამარტივება და დაჩქარება", - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა საყოველთაო ტელემარათონის „უარაზომის“ ეთერში განაცხადა. იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ ომის დანაშაულების გამოძიება პრიორიტეტულია. მისივე თქმით, საფრანგეთიდან უკრაინაში ექსპერტები ჩავლენ. ”დიდი ალბათობით, ისინი ასევე მიაწვდიან ინფორმაციას თავიანთ პროფესიონალ ექსპერტებს. ახლა იქმნება ბაზა, რათა თითოეული რუსი სამხედრო ცალ-ცალკე მათი საქციელისა და შესაბამისი ბრძანებების გამო დაისაჯოს ,” - განაცხადა მალიუსკამ. ამასთან, იუსტიციის მინისტრმა დასძინა, რომ გამოძიების სწრაფ შედეგს არ უნდა ველოდოთ, რადგან რუსეთის ფედერაცია სამხედროებს არ გადასცემს, მაგრამ ისინი აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში, რადგან „ასეთი დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადა არ არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)