03:33 - 23 May, 2026
|
2022-04-08 14:10:03, 1168 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა - ვერ წარმოვიდგენ, რომ პუტინი, რომელიც უკრაინაში შეიჭრა, იგივეა, ვისაც ვიცნობდი
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკის ინსტიტუტისა და The Atlantic-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე რუსეთ-უკრაინაში მიმდინარე ომაზე ისაუბრა. როგორც ობამამ აღნიშნა, არ წარმოუდგენია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც იცნობდა, იგივეა, ვინც ახლა უკრაინაში შეიჭრა. მისივე თქმით, 5 წლის წინ ის ვერ იწინასწარმეტყველებდა პუტინის უკრაინაში შეჭრას. „არ წარმომიდგენია, რომ ის ადამიანი, რომელსაც ვიცნობდი, იგივეა, რაც ის, ვინც ახლა ხელმძღვანელობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ის ყოველთვის დაუნდობელი იყო. თქვენ ნახეთ ის, რაც მან გააკეთა ჩეჩნეთში. 5 წლის წინ ამას [რუსეთის უკრაინაში შეჭრას] ვერ ვიწინასწარმეტყველებდი", - განაცხადა ბარაკ ობამამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)