|
2022-04-07 18:24:09, 3049 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი აუცილებლად უპასუხებს, ვლადიმირ პუტინისა და მისი ახლობლების წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს
რუსეთი აუცილებლად უპასუხებს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მისი ახლობლების წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. "რუსეთი აუცილებლად უპასუხებს და ამას ისე გააკეთებს, როგორც მიზანშეწონილად მიიჩნევს". - თქვა პესკოვმა. შეგახსენებთ, გუშინ ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებსა და რუსული ელიტის წევრებს ახალი სანქციები დაადო. სანქცირებულ პირთა შორის პუტინის ორი შვილი, მარია პუტინა და კატერინა ტიხონოვა მოხვდნენ. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტით სრულად შემზღუდავი სანქცია დაუწესდება რუსეთის მთავარ საფინანსო ინსტიტუტს „სბერბანკს“ და ყველაზე დიდ კერძო ბანკს „ალფა ბანკს“. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ „სბერბანკი“ აკონტროლებს რუსეთის საბანკო სექტორის ორ მესამედს, შესაბამისად მისი სრულად დაბლოკვა საფინანსო სექტორისთვის დიდი დარტყმა იქნება. სანქციები ასევე შეეხება რუსეთში ახალ ინვესტიციებს, რომელსაც თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ „დიდ შვიდეულსა“ და ევროკავშირთან კოორდინაციით აწესებს. თეთრი სახლის ცნობით, სანქცირებულთა სიაში უკვე 140 რუსი ოლიგარქი, მათი ოჯახის წევრები და რუსეთის ხელისუფლების 400-მდე წარმომადგენელია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)