|
2022-04-07 15:02:16, 991 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა უნგრეთს რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყანას არ სურს რუსეთის სისასტიკის აღიარება
უკრაინის მთავრობა უნგრეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყანა ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებაში. ამავდროულად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ტვიტერზე წერს, რომ უნგრეთს „არ სურს აღიაროს რუსეთის პასუხისმგებლობა სისასტიკეში“, ასევე ახალისებს მათ ახალი დანაშაულებების ჩადენაში. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ურბანი დიდი ხანია რუსთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა, ამავდროულად, უნგრეთი არის ნატო-ს წევრი ქვეყანა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მიმდინარე კვირაში გამართულ არჩევნებზე მოსახლეობამ ვიქტორ ურბანს მხარდაჭერა ხელახლა გამოუცხადა. ცნობისთვის, უნგრეთი ეწინააღმდეგება მსოფლიოს მიერ რუსეთისთვის უკვე დაწესებულ სანქციებს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს. ამასთანავე, ურბანმა პუტინს განუცხადა, რომ უნგრეთი მზად იქნება რუსეთის მოთხოვნა შეასრულოს და გაზის იმპორტის საფასური რუბლში გადაუხადოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)