|
2022-04-06 14:55:33, 1014 ნახვა
მსოფლიო
დმიტრო კულება - ველოდებით მტკიცებულებებს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს
ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რითიც უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას გამოეხმაურა. „ჩვენ რომ არ მოგვეხდინა გავლენა საქართველოზე, სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსები ცდილობენ სანქციების გვერდის ავლას, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და რუსეთის მიმართ სანქციების გავლენა მინიმალური იქნებოდა.ეს ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან. თუ ჩვენ არ შეგვიძლია გავლენის მოხდენა ქვეყანაზე, ვპოულობთ ქვეყანას, რომელსაც ეს შეუძლია და ისე ვმუშაობთ, რომ არ დაეხმარონ რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლით. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებსა და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ, რა მოვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება", - განაცხადა დმიტრო კულებამ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სანქციების გამო, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომელიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)