|
2022-03-31 15:04:38, 658 ნახვა
მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლიდან 12 წლის გოგონა გაიტაცეს - უკრაინის პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლიდან 12 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე უკრაინის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გემნპროკურატურა ადასტურებს. გამოძიების ცნობით, ომის დაწყებისას ბავშვი მამასთან ერთად მარიუპოლში იმყოფებოდა. 17 მარტს მათ სახლს ჭურვის დაეცა, რის შედეგადაც მამაკაცი დაიღუპა. "გოგონა სხვა ადგილობრივებთან ერთად ცდილობდა ევაკუაციას, როდესაც ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა. ამის შემდეგ ბავშვი რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს და ოკუპირებულ დონბასში გადაიყვანეს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ცნობილია, რომ გოგონას გაუჩინარების შესახებ პოლიციას ბაბუამ შეატყობინა, რომელიც ჩერნივცის ოლქში ცხოვრობს. ამასთან დაკავშირებით, ჩერნივცის საოლქო პროკურატურამ გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. TSN-ის ცნობით, გატაცებული ბავშვი წყალბურთის უკრაინელი ჩემპიონის, ევგენ ობედინსკის ქალიშვილია. 12 წლის კირას დედა მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ის ჯერ კიდევ ჩვილი იყო. ამ დროისთვის გოგონა დონეცკის კალინინის სახელობის საავადმყოფოში იმყოფება. ბავშვთან საუბარი ბაბუამ სკაიპის საშუალებით შეძლო. ბაბუას ეშინია, რომ კირა შეიძლება სხვა ადგილას გადაიყვანონ ან ბავშვთა სახლში გაგზავნონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)