00:32 - 23 May, 2026
|
2022-03-31 12:46:22, 497 ნახვა
მსოფლიო
გერმანია მზადაა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს
გერმანია მზადაა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანია მზადაა ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოს. მაგრამ ომი ისევ გრძელდება - და რუსული განცხადებების ნდობა შეუძლებელია, დასძინა ბერბოკმა. "თუ გარანტიებია საჭირო, მაშინ გერმანია გარანტიებს გასცემს. ჩვენ სრულ სოლიდარობაში ვართ, უკრაინასთან, ეს ასევე ეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს და სამშვიდობო წესრიგის გაგრძელებას", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)