|
2022-03-31 10:50:44, 705 ნახვა
ეკონომიკა
ლევან მეხუზლა - საერთაშორისო ბაზრებზე პარტნიორების მოძიების პროცესში სახელმწიფო ღვინის სექტორის მუდმივი მხარდამჭერია
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინის მწარმოებელ მსხვილ ექსპორტიორ 70-მდე კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ახალი პროგრამის მიზნები, პირობები და მონაწილეობისთვის საჭირო ტექნიკური საკითხები გააცნო. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სახელმწიფო პროგრამის მთავარი მიზანი ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის ხელშეწყობაა. საერთაშორისო ბაზრებზე მაქსიმალური აქტიურობისა და სტაბილური პარტნიორების მოძიების პროცესში სახელმწიფო ღვინის კერძო სექტორის მუდმივი მხარდამჭერია. ახალი პროგრამის ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაცნობის მიზნით, სხვადასხვა ფორმატში, უკვე შევხვდით 250-მდე ღვინის მწარმოებელ კომპანიას. პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, კომპანიებს აქვთ კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები. ჩვენ ღია ვართ კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა მივაღწიოთ მიზანს - მოვახდინოთ ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიკაცია და გავზარდოთ ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. საქართველოს მთავრობამ, გასული წლის ბოლოს, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა" დაამტკიცა, რომლის მიზანი ქართული ღვინის მსოფლიო მასშტაბით ცნობადობისა და ახალ ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობაა. პროგრამის თანახმად, დაფინანსებას მიიღებენ კომპანიები, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა, ახორციელებენ. კომაპნიის მიერ გაწეული მარკეტინგული ხარჯები უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო ბაზრებზე სავაჭრო პარტნიორების მოძიების, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტში შესვლის და გაყიდვების გაზრდის მიზნით დეგუსტაციების გამართვას, საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიებთან თანამშრომლობას, მედიაკამპანიების წარმართვას, პროდუქციის რეკლამას და სხვა მიზნობრივ აქტივობას. პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით განახორციელებს.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)