|
2022-03-30 15:37:21, 916 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე - მარცვლეულის ექსპორტიც რუბლში უნდა დავიწყოთ
რუსეთმა უნდა გააფართოვოს მოთხოვნები რუბლის გადახდაზე, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ,მა გაანცხადა. ვოლოდინის განაცხადებით, რუსეთმა უნდა განიხილოს რუბლით გადახდის მოთხოვნა გაზის გარდა, ისეთი მარცვლეულის ექსპორტისთვის, როგორიცაა ხორბალი, სასუქი, ნავთობი, ხე-ტყე და სხვა. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს, ევროპას რუსული გაზის საფასურის გადახდა რუბლით მოსთხოვა. მისი თქმით გადაწყვეტილება, რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების გაყინვას და სავალუტო გადახდების შეზღუდვას უკავშირდება. პუტინის განცხადების შემდეგ, რუბლი დოლართან მიმართებით მკვეთრად გამყარდა, რამაც შეცვალა ომის დაწყების შემდგომ მიმდინარე გაუფასურების ტენდენცია. ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გაზის საფასურის რუსული რუბლით გადახდაზე უარი განაცხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)