|
2022-03-30 15:32:55, 523 ნახვა
მსოფლიო
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროგრესზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების რაიმე პროგრესზე საუბარი ჯერ შეუძლებელია, რადგან მხარეებს კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო. „არავის უთქვამს, რომ მხარეები წინ წავიდნენ, ვინ თქვა, რომ მოლაპარაკებებზე მხარეებს შორის წინსვლაა?!“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არც ერთ ოფიციალურ პირს არ უთქვამს, რომ მოლაპარაკებების გუშინდელი რაუნდი დადებითი იყო. ამასთანავე, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს მოუწოდა, „გაარკვიონ ნიუანსები“ და ყურადღებით წაიკითხონ გუშინ გაკეთებული განცხადებები. შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბულში გუშინ გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინის დელეგაციაში განაცხადეს, რომ „სჭირდებათ ბევრი ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, როგორც გარანტი".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)