|
2022-03-30 00:21:11, 1417 ნახვა
სამხედრო
პენტაგონი - რუსეთი ახორციელებს ჯარების გადაჯგუფებას და არა მათ შემცირებას, ან გაყვანას
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების ნაწილის ამჟამინდელი სავარაუდო გაყვანა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებიდან შეიძლება მიუთითებდეს მტრის ძალების გადაჯგუფებაზე ახალი დარტყმისთვის. ამის შესახებ, ბრიფინგზე დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. "ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გადაჯგუფება და არა რეალური გაყვანა, და რომ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიყოთ მზად, რომ ვიხილოთ დიდი შეტევა უკრაინის სხვა რაიონებში. ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე კიევისთვის გაქრა", - თქვა მან. რუსული ძალების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ კიევს, „არ უახლოვდება იმ უმრავლესობას, რაც მათ კიევის წინააღმდეგ აყენებენ“. კირბიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ქალაქების დაბომბვას „დღესაც“. ამასთან, პენტაგონისთვის საკმაოდ რთულია გადაჯგუფებული რუსული ჯარების საბოლოო დანიშნულების დასახელება, ისინი მოძრაობენ „ცოტა ჩრდილოეთისკენ“. "ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის დიდი ალბათობით გადანაწილება უკრაინის სხვა ადგილებში გამოსაყენებლად (ჯარი - რედ.). ჩვენ ზუსტად არ ვიცით სად", - თქვა კირბიმ. მანამდე პუტინის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით კონტიგენტის სავარაუდო შემცირება გამოაცხადა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წინა დღეს ისინი აცხადებდნენ, რომ "სპეციალური ოპერაციის" "პირველი ეტაპი" დასრულდა და დონბასზე შეტევებზე გადასვლა დასრულდა.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)