|
2022-03-29 15:15:32, 1003 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრს ჯეიმს ჰიპის შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრს ჯეიმს ჰიპის შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და წარმატებული პარტნიორობა. მან ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე მინისტრებმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისა და არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ბრიტანეთის მთავრობის როგორ პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და აუცილებელი რეფორმების გატარებას, მათ შორის საწვრთნელი შესაძლებლობების გაძლიერებას. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს ალიანსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტებიც მიმოიხილეს, მათ შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატი, რომელიც შესანიშნავი პლატფორმაა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. შეხვედრის დასასრულს ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანელი კოლეგა, თავდაცვის მდივანი ბენ უოლასი საქართველოში მოიწვია.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)