23:56 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 16:47:42, 842 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - თუ ევროპა გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის, გაზს უფასოდ არ მივაწვდით

თუ ევროპა გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის, გაზს უფასოდ არ მივაწვდით, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებს რუსეთი, თუ ევროპა არ დათანხმდება ბუნებრივი აირის საფასურის რუსეთის ეროვნულ ვალუტაში გადახდას, პესკოვმა, უპასუხა, რომ „ამ საკითხის გადაჭრა მაშინ მოხდება, როდესაც ის დადგება“.

„ცალსახად არ ვაპირებთ ევროპას ბუნებრივი აირი უფასოდ მივაწოდოთ. ამის თქმა აბსოლუტური დარწმუნებით არის შესაძლებელი. ჩვენს სიტუაციაში ევროპული ქველმოქმედება ნაკლებად შესაძლებელია და არც მიზანშეწონილია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავრობას დააბარა, რომ შეადგინონ ე.წ არამეგობრული ქვეყნების სია, რომლებსაც ბუნებრივ აირს მხოლოდ რუბლში მიყიდიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics