23:22 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-26 20:36:26, 843 ნახვა

მსოფლიო
ლვოვის დაბომბვისას 5 ადამიანი დაშავდა

რუსულმა სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ ლვოვის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს. ლვოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაკსიმ კოზიცკის თქმით, ქალაქში სამი ძლიერი აფეთქება მოხდა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა. 

ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიიმ მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ, შესაძლოა, თავდასხმა კიდევ განმეორდეს.

ამჟამად არ დასტურდება ინფორმაცია დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსების ან სხვა სოციალური ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ.

ქალაქი ლვოვი უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან არსებული ქალაქია, სადაც ათასობით ლტოლვილი ქვეყნის დატოვების მიზნით ჩადის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics