22:43 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 18:51:44, 1085 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი რუსეთის G20-დან შესაძლო გარიცხვაზე - საშინელი არაფერი მოხდება

G20-ის წევრების უმეტესობა ეკონომიკურ ომშია, ამიტომ არაფერი საშინელი არ მოხდება, თუ რუსეთი იქიდან გამოირიცხება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის ახალი ვექტორების აშენებას დაიწყებს. 

„დიდი ოცეულის ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელ პირობებში, როდესაც ამ ფორმატის მონაწილეთა უმეტესობა ეკონომიკურ ომშია, არაფერი საბედისწერო არ მოხდება [რუსეთის ფედერაციის გამორიცხვის შემთხვევაში]. თუმცა რუსეთიც ამ ფორმატში სხვა მონაწილეთა მოსაზრებებით ხელმძღვანელობს და მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს. თუ არ არის შესაძლებლობა, არაფერი საბედისწერო არ იქნება, ”- თქვა პესკოვმა.

პესკოვმა თქვა, რომ აშშ აგრძელებს „რუსეთის იზოლირებას“, მაგრამ მსოფლიო ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე აშშ და ევროპა. 

ცნობისთვის, დიდი ოცეული (G20) - მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ეკონომიკური ფორუმია. აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. ოცეულის წევრები არიან: აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. „დიდი ოცეული“ მსოფლიოს შიდა პროდუქტის 80%-ს, მსოფლიო ვაჭრობის 80%-სა და მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს მოიცავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics