22:08 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 16:42:20, 775 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის სეიმმა ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ გამოაცხადა

პოლონეთის პარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ გენოციდის აქტებს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავედ ცნობს. პოლონელმა დეპუტატებმა რეზოლუცია 23 მარტს დაამტკიცეს

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ამ დანაშაულების საჯარო მტკიცებულებები“ საკმარისია იმისათვის, რომ „პოლონეთის სეიმმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ გამოაცხადონ“.

"პოლონეთის სეიმი მტკიცედ გმობს ხანგრძლივ ძალადობის აქტებს, ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდის აქტებს, ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევასა და საერთაშორისო სამართლის სხვა დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილია სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და მათი მოკავშირეების მიერ ", - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, მათ მოუწოდეს თანამოაზრე ქვეყნებს მხარი დაუჭირონ საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე სამართალწარმოების დაწყებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics