22:08 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 16:43:58, 609 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი - რუსეთს სურს, ომი „გაჭიანურებულ ფაზაში“ გადაიყვანოს

რუსეთს სურს, პერსონალისა და აღჭურვილობის ძალიან დიდი დანაკარგებისა და ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის არარსებობის გამო, ომი „გაჭიანურებულ ფაზაში“ გადაიყვანოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, არ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი ხალხისთვის დამალული იყოს, სწორედ ამიტომ რუსეთს სურს გააგრძელოს სხვა ტაქტიკის გაოყენება დანაკარგების რაოდენობის შესამცირებლად.

მან რუსეთის ტაქტიკას „სრულიად კანიბალისტური“ უწოდა და დასძინა, რომ მათ აქვთ მკაფიო სამართლებრივი განმარტებები საერთაშორისო სამართალში ომის და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზედ.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში რუსული დანაკარგების შესახებ 18 დღეა მონაცემები არ გაუვრცელებია. BBC-ის რუსულმა სამსახურმა ღია წყაროებეზ დაყრდნობით გაარკვია, რომ 557 დაღუპული რუსი ჯარისკაცის ვინაობა უკვე დადასტურებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics