21:30 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 15:07:21, 684 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი ომში დაღუპული სამხედროების რაოდენობას არ ასახელებს და ამბობს, რომ გაასაჯაროებს მაშინ, „როცა საჭიროდ ჩათვლის“

როდესაც სამხედროები ჩათვლიან საჭიროდ, დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ, - ასე უპასუხა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის შეკითხვას, როდის გამოაქვეყნებს თავდაცვის სამინისტრო დაღუპული და დაჭრილი სამხედროების შესახებ ინფორმაციას. 

„მართლაც, ერთხელ იყო გავრცელებული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს მიერ, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ეს პრეროგატივა ბოლომდე ეკუთვნით მხოლოდ მათ, კერძოდ, ჩვენს სამხედროებს.როდესაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან, გაავრცელებენ დამატებით ინფორმაციას", - განაცხადა კრემლის სპიკერმა.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო დანაკარგის შესახებ ინფორმაცია, ომის დაწყებიდან მხოლოდ ერთხელ, მარტის დასაწყისში გაავრცელა და განაცხადა, რომ დაღუპული იყო მათი 498 სამხედრო, დაშავებული კი 1 597. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics