|
2022-03-22 18:28:46, 782 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი - საუკეთესო მხარდაჭერა არა კეთილი სიტყვები, არამედ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებაა
„საუკეთესო მხარდაჭერა ჩემთვის და სხვა პოლიტიკური პატიმრებისთვის არ არის კეთილი სიტყვები, არამედ ქმედება. ნებისმიერი აქტივობა მატყუარა და ქურდი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი წერს. აღნიშნული განცხადება პოლიტიკოსმა „ინსტაგრამ“-ზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რუსეთის სასამართლომ მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ჩემი კოსმოსში გაფრენა ცოტა ხნით იწელება - ხომალდი დროით მარყუჟში მოხვდა გახსოვთ, მთავარი გმირები შედიან სადგურზე და ფრინდებიან იმ პლანეტიდან, სადაც დრო რამდენჯერმე სწრაფად გადის. და მათ ხვდებათ ვიღაც ტიპი წვერით და ხალათში, რომლებიც მათ ეუბნებიან: მე თქვენ 23 წელი, 4 თვე და 8 დღე გელოდეთ. მართალია ამაზე ფიქრი სწრაფად განვაგდე. უპირველს ყოვლისა, მე არც წვერი მაქვს, არც ხალათი. და მეორეც, ყველაფერი სისულელეა. ციფრებს მნიშვნელობა არ აქვთ. ეს უბრალოდ დაფაა ციხის საწოლის თავზე, სულ ესაა. და უბრალოდ „ლოდინს“ არც მე და არც ჩემი მეგობრები არ ვაპირებთ. როგორც ჩემს „ბოლო სიტყვაში“ ვთქვი, ჩვენ არა მხოლოდ ვაგრძელებთ ანტიკორუფციული ფონდის მუშაობას, არამედ ახალ დონეზე ავიყვანთ. ფონდი გახდება გლობალური საერთაშორისო ორგანიზაცია. და ჩვენ ნამდვილად გვჭირდებით მასში. სახაროვის ფულადი ჯილდოს ნაწილი, რაც ევროპარლამენტმა გადმომცა, იქნება პირველი შენატანი ამ ფონდში. ევროკავშირის მოქალაქეებზე, რომლებსაც მათივე წარმომადგენლები ახმოვანებენ, გადმომცეს ეს ჯილდო, რათა ვებრძოლო კორუფციას. მე მადლობელი ვარ და უკან ვუბრუნებ მათ ამ თანხას, რათა გაგრძელდეს ბრძოლა. სხვათაშორის, გთხოვთ შეამჩნიოთ, რომ ჩემი „ბოლო სიტყვის“ დროს მაუწყებლობა შეფერხდა. ცხადია, სიტყვებს აქვს ძალა. ყოვეთვის ვამბობდი, რომ პუტინს ეშინია სიმართლის. ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლა, რუს ხალხამდე სიმართლის მიტანა რჩება ჩვენს პრიორიტეტად. ნებისმიერი საპასუხო ქმედება ომის დამნაშავეების წინააღმდეგ. 2013 წელს, ჩემი პირველი განაჩენის მოსმენის შემდეგ დავწერე და ახლაც გავიმეორებ: კრემლი ანადგურებს მედიას და ჩვენ ვქმნით ახალს. 5 მარტს, მე დავაანონსე პროექტი - Популярную политику, რომლის გვერდსაც უკვე თითქმის მილიონი გამომწერი ჰყავს. შემოგვიერთდით - ერთად ჩვენ შევქმნით საუკეთესო მედიას რუსეთში. მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის და ხალხო, მინდა რომ ეს ვთქვა: საუკეთესო მხარდაჭერა ჩემთვის და სხვა პოლიტიკური პატიმრებისთვის არ არის კეთილი სიტყვები, არამედ ქმედება. ნებისმიერი აქტივობა მატყუარა და ქურდი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. 2013 წელს, ჩემი პირველი განაჩენის მოსმენის შემდეგ დავწერე და ახლაც გავიმეორებ: არ იუსაქმუროთ. გომბეშო, რომელიც ნავთობის მილზე ზის, თავის თავს არ გადაიგდებს. ყველას გეხუტებით და მიყვარხართ!“, - აღნიშნულია ალექსეი ნავალნის განცხადებაში.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)