18:01 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 17:56:35, 610 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი - რუსეთმა მკვეთრად შეარბილა პოზიცია უკრაინასთან მოლაპარაკებებზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე მკვეთრად შერბილდა. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მან აღნიშნა, რომ რუეთი სრულმასშტაბიანად შეიჭრა უკრაინაში, რათა უკრაინისთვის ულტიმატუმი დაეყენებინა. 

„რუსეთი სრულად იაზრებს სირთლეებს, რომელშიც აღმოჩნდა. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ მოცულობით მეორე ადგილზე მყოფმა რუსულმა არმიამ დახმარება სთხოვა ჩინეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რადგან წინააღმდეგობას წააწყდნენ უკრაინისგან, რომელიც, სხვათა შორის, არასდროს ყოფილა მილიტარისტული სახელმწიფო. ეს მითი რუსეთის უძლეველობისა და პატივისცემის შესახებ, რომელსაც იმსახურებს, დასავლეთში ახლახანს დაინგრა", - განაცხადა მან. 

მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში უკრაინა არ არის თანახმა „გაუმაძღარ" კომპრომისებზე, რომლებიც რამენაირად შეუშლის ხელს უკრაინის ინტერესებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics