|
2022-03-17 12:09:59, 2340 ნახვა
მსოფლიო
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 108 ბავშვი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 108 ბავშვი დაიღუპა - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი იუწყება. "რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სარაკეტო დარტყმებს სამოქალაქო პირებზე, მათ შორის ბავშვებს, ცინიკურად უგულებელყოფენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. პროკურატურის ეს მონაცემები საბოლოო არ არის აქტიური საომარი მოქმედებების ადგილისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გადახედვის შეუძლებლობის გამო. "2022 წლის 16 მარტს დამპყრობლებმა ბომბი ჩამოაგდეს დონეცკის რეგიონალურ დრამატულ თეატრში მარიუპოლში, სადაც თავშესაფარი იპოვა ათასამდე მშვიდობიანმა მოქალაქემ, ძირითადად ქალებმა და ბავშვებმა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ვერ დადგინდება, რადგან მარიუპოლში დაბომბვა გრძელდება. არსებობს ინფორმაცია პირველი მსხვერპლის შესახებ, მათ შორის ბავშვები." - წერია პროკურატურის განცხადებაში. ზაპოროჟიეს რაიონში, აგრესორი ქვეყნის ჯარისკაცების მიერ დანაღმულის შედეგად, აფეთქდა მანქანა, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქე იყო, რის შედეგადაც 6 წლის ბავშვი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)