|
2022-03-17 02:37:44, 1019 ნახვა
მსოფლიო
მედია - ოკუპანტებმა ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, ჭურვების აფეთქება დაიწყეს
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა აუფეთქებელი ჭურვების აფეთქება დაიწყეს. ამის შესახებ NNEGC Energoatom-ის ხელმძღვანელმა, პეტრ კოტინმა ტელეკომპანია FreeDom-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ძალები ჭურვებს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე აფეთქებენ, რაც თავის მხრივ, ერთობ სახიფათოა. „სადგურის ტერიტორიაზე დაიწყეს საბრძოლო მასალის აფეთქება. თავდაპირველად სროლისას, ბევრი ჭურვი არ აფეთქდა და შენობებში გაიჭედა, მათ შორის სადგურის ადგილას ასფალტში, ესტაკადაში და მილსადენებში. რუსმა სამხედროებმა ამ ჭურვების გაწმენდა დაიწყეს, ხოლო, სადაც გაიჭედა, იქვე აფეთქებენ. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბომბი, სახიფათო ბლოკის ან სადგურის აღჭურვილობის მუშაობისთვის მნიშვნელოვანი ადგილის გვერდით“, - აღნიშნა პეტრ კოტინმა. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)