|
2022-03-16 18:07:14, 605 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - დასავლეთი ვერ შეძლებს „ბოლომდე დააჭიროს“ რუსეთს, „სპეცოპერაცია“ უკრაინაში ბოლომდე იქნება მიყვანილი
დასავლეთი არ აპატიებს რუსეთს დაოუკიდებელ კურსს და შეეცდება, „ბოლომდე დააჭიროს“ მას და დაარღვიოს ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა აშშ-ს და მის მოკავშირეებს ამის გაკეთება არ გამოუვათ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ სპეციალური ოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაფიკაციაზე ბოლომდე იქნება გატარებული. მანვე დასძინა, რომ აღნიშნული „ოპერაციის“ ამჟამინდელი ფორმატი იყო ერთადერთი შესაძლებლობა. „რუსული ჯარები მხოლოდ დონბასში რომ მოქმედებდნენ, ეს არ გამოიწვევდა საფრთხის აღმოფხვრას, იქ ახალი ფრონტის ხაზი გაივლიდა", - დასძინა პუტინმა. ამასთანავე, პუტინმა აღნიშნა, რომ დასავლეთი კიევის ხელისუფლებას სისხლისღვრისკენ უბიძგებს იარაღისა და დაქირავებუი ჯარისკაცების მიწოდებით. პუტინმა აღნიშნა, რომ კრემლმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დონბასიდან ქვედანაყოფების გაყვანა შესთავაზა. „პირველად მინდა ვთქვა ეს: სპეცოპერაციის დასაწყისშივედ, სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, კიევის ხელიოსუფლებას სთხოვეს არ ჩართულიყვნენ საომარ მოქმედებებში, უბრალოდ გაეყვანათ ჯარი დონბასიდან. არ მოუნდათ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. იმის გაცნობიერება, რაც ხდება რეალურ სიტუაციასი, დედამიწაზე, აუცილებლად მოხდება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)